0 %

გადააბრუნეთ
მოწყობილობა
აგვისტო
ENG RUS

დაღუპულები

10 19 25 72 89 122

დაშავებულები

12 19 22 37 135 180 185 225 226

დაბომბილი სოფლები

8 14 15 20 26 36 48 67 78 86 90 92

პროექტის შესახებ
Share
პატარა ომი, რომელმაც ვერ შეძრა მსოფლიო
დასავლური დიპლომატიის სისუსტე და ტრანსატლანტიკური ერთობის სიმწირე იყო მიზეზი, რის გამოც თავიდან ვერ ავიცილეთ ომი, რომლის აცილებაც შესაძლებელი იყო.

- რიჩარდ ჰოლბრუკი, რონალდ ასმუსი

The Guardian, 11.08.08 ნგრე­ვა იყო საკ­მა­რისი იმი­სათ­ვის, რომ ტკი­ვი­ლი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, მაგ­რამ არ იყო იმ­დე­ნად დი­დი, რომ მსოფლიო აღ­შ­ფო­თე­ბი­სა­გან ფეხ­ზე დამ­დ­გა­რი­ყო.

- მაიკლ ბინიონი

The Times, 14.08.08
ისტორიის ნახვა

პროექტის შესახებ

ავტორები: ნასტასია არაბული, სოფიკო ვასაძე
ვიდეო მონტაჟი: შიო ხიდაშელი
ხმის რეჟისურა: ტატო ჯინჯიხაძე
ვიდეოს ანიმაცია: ბექა ბერიძე, შიო ხიდაშელი
ვებსაიტი: ციფრული სააგენტო
ვებ დეველოპერი: ლუკა ხიზანიშვილი
იდეის ავტორი: ნათია ზამბახიძე

წყაროები: რადიო თავისუფლება, როიტერსი, ფრანს პრესი, რუსთავი 2, Civil.ge

ყოველდღიური სტატისტიკა ეყრდნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებს და ადამიანის უფლებათა ევროპულ (სტრასბურგის) სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ გაგზავნილ საქმეებში აღწერილ ომის დანაშაულების ფაქტებს, რომლებიც არასრულ სურათს იძლევა.
ომის შემაჯამებელი სტატისტიკა კი, ევროკავშირის მიერ შექმნილი საერთაშორისო დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშის მიხედვითაა შედგენილი.
ომიდან 10 წლის შემდეგ ინფორმაცია აგვისტოს დღეების მოვლენების შესახებ კვლავ ფრაგმენტული და რიგ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავია.
ეს პროექტი მცდელობაა, შექმნას არქივი, რომელიც 2008 წლის ომის ფაქტებს გააერთიანებს.

1
ერედვი-ხეითის გზაზე ქართველი პოლიციელების სატვირთო მანქანასთან ფეთქდება დისტანციური მართვის ჭურვები.

2
ქართული სოფლები ღამის განმავლობაში იბომბება ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიებიდან.

1
ქართული სოფლები გამთენიამდე იბომბება ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიებიდან.

1
ღამით როკის გვირაბის გავლით საქართველოს საზღვარს კვეთს რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა მე-19-ე დივიზია და ჯავისკენ მიემართება.

2
დილის 7-ის ნახევარზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის შეიარაღებული ძალები განლაგდნენ სოფლებში ზნაური და ველები და ღია ცეცხლი გაუხსნეს ქართული პოლიციის შენობას დვანში.

1
ღამით 10 ერთეული ჯავშანტექნიკა რუსეთიდან საქართველოში შემოდის როკის გვირაბით და უნაწილდება დე ფაქტო რეჟიმის შეიარაღებულ დაჯგუფებებს. მათგან 2 ერთეული ჯავშანტექნიკა სოფელ დმენისში დისლოცირებულ სეპარატისტებს გადაეცათ.

1
ცხინვალში ჩამოდის 150-მდე დაქირავებული მებრძოლი ჩრდილოეთ კავკასიიდან.
რუსეთის სამხედრო ტექნიკა კვეთს როკის გვირაბს და უერთდება ჯავაში დისლოცირებულ შეიარაღებულ დაჯგუფებას.

1
იბომბება ქართული სოფლები: ერედვი, ფრისი, ავნევი, დვანი, ნული.

1
- შავშვებში იბომბება საქართველოს სამხედრო
რადარის მიმდებარე ტერიტორია.
- ნულში ოსეთის სეპარატისტული ძალების მიერ ქვეითთა საბრძოლო
მანქანის აფეთქების შედეგად 3 ქართველი ჯარისკაცი დაშავდა.
- ავნევი ქართული სამშვიდობო ძალების საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაბომბვისას დაიღუპა რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი.
- თამარაშენის, ქურთას და ფრისის დაბომბვისას დაიჭრა რამდენიმე სამოქალაქო პირი.

2
ღამის განმავლობაში ინტენსიური ცეცხლი წამოვიდა სოფლებიდან: ხეთაგუროვო, დმენისი და უბიათი.

1
გუფთის ხიდი განადგურებულია ქართული ბომბდამშენების მიერ. რუსი სამხედროები ცხინვალისკენ მიიწევენ ძარის შემოვლითი გზით.

2
იბომბება ვაზიანისა და მარნეულის სამხედრო ბაზები, ბოლნისის სამხედრო-საჰაერო ბაზა, გორის ქართული საარტილერიო ბრიგადა. ნადგურდება შენობები, თვითმფრინავები, სამხედრო ტექნიკა, არის მსხვერპლი.

3
ქართული სოფლები მძიმე საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იმყოფება. ვარიანში რუსული სამხედრო თვითმფრინავებიდან ჩამოყრილ ბომბებს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რუსული მოიერიშე თვითმფრინავი ბომბავს გორს. ჭურვები ცვივა სტადიონთან, გორიჯვართან და საარტილერიო ბრიგადის სიახლოვეს.

1
ფოთის პორტისკენ მიემართება რუსეთის საბრძოლო გემები. პორტი ხდება საჰაერო დაბომბვების სამიზნეც.
სენაკის სამხედრო ბაზის მანათობელი ბომბებით დაბომვის შედეგად დაიღუპა 1 სამხედრო მოსამსახურე და 5 რეზერვისტი.
სენაკის რკინიგზის სადგურის დაბომბვას 8 ადამიანი ემსხვერპლა.
იბომბება კოპიტნარის აეროპორტი და რაჭისა და ლეჩხუმის დასახლებული პუნქტები.

2
რუსეთის საჰაერო ძალები ბომბავენ გორს. ქართველები აგდებენ რუსულ სამხედრო თვითმფრინავს და ტყვედ აჰყავთ პილოტი.
დაიბომბა გაჩიანი, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენთან ახლოს მდებარეობს, მაგრამ ნავთობსადენი არ დაზიანებულა.
სოფელი შავშვები, რომელიც წინა დღეებშიც დაობომბა, კიდევ ერთხელ იბომბება.

3
რუსეთის სამხედრო ძალები აფართოებენ დაბომბვის არეალს და ახალ ფრონტს ხსნიან ზემო აფხაზეთში (კოდორის ხეობაში).
მთელი დღის განმავლობაში იბომბება ადმინისტრაციული ცენტრი და სოფლები.

1
როკის გვირაბის გავლით რუსეთის შეიარაღებული ძალების და ტექნიკის ახალი ნაკადი შედის ცხინვალში.
კნოლევი, გორი და შავშვები იბომბება რუსეთის ავიაციის მიერ.

2
10 აგვისტოს ოჩამჩირეში გადმოსვეს რუსეთის საზღვაო დესანტი, რომელმაც ინტენსიური საარტილერიო და საჰაერო შეტევა განახორციელა ზემო აფხაზეთის (კოდორის ხეობის) წინააღმდეგ. 10 რუსული მოიერიშე საფრენი აპარატიდან 1 ქართულმა მხარემ ჩამოაგდო.
იბომბება ზღვისპირა ქალაქი ანაკლია.

3
თბილისის საავიაციო ქარხანა გამთენიისას იბომბება დაღესტნიდან შემოსული საფრენი აპარატის მიერ. ამავე დღეს, 19.10-ზე თბილავიამშენი მეორედ იბომბება.
19.05 რუსულმა ავიაციამ ბომბი ჩამოაგდო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

1
- აჭარაში, ბათუმთან ახლოს იბომბება ქართული სოფლები. ბომბები ცვივა სასაფლაოსა და სამეურნეო ნაკვეთებში.

2
გამთენიისას იბომბება გორის სატანკო ბატალიონი.
18:10 რუსეთის ჯარები უტევენ და იღებენ შინდისს.
იბომბება კერე და შავშვები.
18:20 ოსური სეპარატისტული ძალები შედიან სოფელ ბელოთში, ტყვედ აყავთ სოფელში დარჩენილი მოსახლეობა და კეტავენ მათ ადგილობრივ ეკლესიაში.
20:30 საათზე, რუსეთის არმია იკავებს ქალაქ გორს და კეტავს ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეების დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალს.

3
07:15 გამთენიისას იბომბება სენაკის აეროპორტი, ნაშუადღევს სამხედრო ბაზა, საღამოს რუსი სამხედროები შედიან ქალაქში.
12:05 რუსული ავიაცია ბომბავს ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ზემო აფხაზეთში.
17.00 რუსი მშვიდობისმყოფელები მძიმე შეიარაღებით შედიან ზუგდიდში ადგილობრივი პოლიციის განიარაღების მიზნით.

4
04.37 თბილისში, მახათას მთაზე მდებარე სამოქალაქო სარადარო სადგური იბომბება რუსული თვითმფრინავების მიერ.
05.00 რუსული მოიერიშე თვითმფრინავი ბომბავს შირაქის ასაფრენ ბილიკს დედოფლისწყაროს რაიონში.

1
გორის სატელევიზიო გადამცემი სადგურის ტერიტორიაზე შედიან რუსი სამხედროები. იღუპება ერთი და იჭრება სამი თანამშრომელი, ნადგურდება სადგურის აღჭურვილობა. დარბევის შემდეგ ერთადერთი რუსულენოვანი სატელევიზიო არხი “ალანია” აღარ გადის ეთერში. რეგიონი ასევე ვერ იღებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალს.
რუსული თვითმფრინავები ბომბავენ გორში ადმინისტრაციულ შენობებს, საავადმყოფოს, უნივერსიტეტს და ბაზარს. დაბომბვისას იღუპება 5 ადამიანი და შავდება 15.
იბომბება კასპი და კასპის რაიონის სოფლები. 3 ბომბი ვარდება “ჰაიდელბერგ ცემენტის” ქარხანასთან.
იბომბება ვაზიანის სამხედრო ბაზა.

2
17:30 აფხაზი სამხედროები იკავებენ სოფელ განმუხურს და აწყობენ საბაჟო გამშვებ პუნქტს.
რუსები ანადგურებენ სენაკის სამხედრო ბაზას, იტაცებენ იარაღს და აღჭურვილობას.
18:00 რუსი სამხედროები იწყებენ ფოთის პორტში მდგარი ქართული ხომალდების აფეთქებას.

3
ოსი სეპარატისტები იწყებენ ქართული სოფლების დარბევას.
მერეთისა და ქორდის მოსახლეობა შველას ითხოვს, შეიარაღებული ჯგუფები მათ დაუნდობლად უსწორდებიან.
ანადგურებენ არბოსა და დიცის ქართულ მოსახლეობას.
კარალეთში თავს ესხმიან ადგილობრივებს, წვავენ და ძარცვავენ სახლებს.

4
აგარაში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ბომბავს სასწრაფო დახმარების მანქანას.
საკორითნო და რუისი იბომბება რუსული ავიაციის მიერ. რუისის დაბომბვისას დაიღუპა 3 და დაიჭრა 5 მშვიდობიანი მოქალაქე.
რუსული თვითმფრინავები ბომბებს ყრიან ორჭოსანში.
ოსი სეპარატისტები ანადგურებენ ბერკურს, სვენეთსა და ხელთუბანს.

1
რუსი ჯარისკაცები იკავებენ სოფელ ფახულანს.
ფოთის პორტში რუსული სამხედრო შენაერთები აფეთქებენ სანაპირო დაცვის გემებს.

2
რუსული ავიაცია ბომბებს ყრის საქაშეთში.
რუსული ჯარები შედიან გორში; რუსი ჯარისკაცები ანადგურებენ გორის საარტილერიო ბრიგადის ბაზას.
რუსი ჯარისკაცები და ოსი სეპარატისტები არბევენ კნოლევს და ავნევს.

3
ბობნევის, მარანას, ძევერასა და ხიდისთავის ქართული მოსახლეობა დარბევის შიშით თავს ტყეებს აფარებს.
ოსი სეპარატისტები ტყვიავიდან იტაცებენ 25 მშვიდობიან მოსახლეს. ავტობუსი, რომლითაც გატაცებული მოქალაქეები გადაყავდათ, ავარიაში მოყვა, რის შემდეგაც ოთხმა მათგანმა გაქცევა მოახერხა.
ოსი სეპარატისტები შეიჭრნენ ატოცში.
ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით, სოფელ თედოწმინდაში ნაპოვნია ოთხი ავტომანქანა მოკლული მგზავრებით.

1
ფოთში რუსი სამხედროები აფეთქებენ სანაპირო დაცვის კატარღებს.
სენაკში რუსული ჯარები ანადგურებენ საქართველოს სამხედრო მოწყობილობებს.
რუსეთის არმიამ ზუგდიდში განალაგა დამატებითი ძალები და ქალაქის ირგვლივ დაიწყო საკონტროლო გამშვები პუნქტებისა და პოზიციების გამაგრება.

2
რუსული ჯარები შედიან აგარასა და წვერში.
რუსული ჯარები კვალ შევიდნენ გორში. საქართველო აღარ აკონტროლებს ქალაქს.
რუისში შესული სამხედრო ფორმირებები ძარცვავენ და ანადგურებენ სოფელს.

3
ოსი სეპატარატისტები დაუნდობლად ანადგურებენ ქართულ სოფლებს და უსწორდებიან იქ დარჩენილ მოსახლეობას.

1
რუსული ვერტმფრენები ბორჯომი-ცემის ტყეების თავზე ყრიან ცეცხლგამჩენ ჭურვებს, ჩნდება ცეცხლის კერები და გაჩენილი ხანძარი მომდევნო დღეების განმავლობაში ანადგურებს ტყის მასივს. შედეგად გაჩნდა 12-15 ცეცხლის კერა.
რუსეთის არმიის 9 ჯავშანტექნიკა, რომელთაც თან ახლავს მი-24 ტიპის 3 ვერტმფრენი და გადაადგილდება თბილისის მიმართულებით, სოფელ იგოეთში ჩერდება და ქმნის გამშვებ პუნქტს.
რუსები ტოვებენ ფოთს და თან მიაქვთ 15-მდე ნავი, 2 სანაპირო დაცვის ხომალდი და საბრძოლო აღჭურვილობა.

-

ომი, რომელიც 7 აგვისტოს არ დაწყებულა

არ დაწყებულა არც 1 ან 8 აგვისტოს და არც 12-სა ან 15-ში დასრულებულა.
მის ერთ ეპიზოდს აგვისტოს ომი ქვია - ცივი ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე პირველი ცხელი, სრულმასშტაბიანი კონვენციური ომი. კონტინენტის ერთი მეხუთედის 5 დღიანი ომი პატარა ქვეყანასთან.

ჩვენ შევეცადეთ პატარა ომი დიდ რუკაზე დაგვეტანა; დროსა და სივრცეში მოგვეწესრიგებინა ყველა ის ძირითადი ცნობა, ვიდეო, აუდიო და ტექსტური დოკუმენტი, რომელიც 10 წლის შემდეგ არის ხელმისაწვდომი.
აქ თქვენ 2008 წლის აგვისტოს 15 დღის ქრონოლოგიას იხილავთ, მოისმენთ, წაიკითხავთ, გაიხსენებთ, გაიაზრებთ, განიცდით.
თუმცა, როგორც გითხარით, ეს ომი არ დაწყებულა 2008 წლის აგვისტოში.

სულ რამდენიმე ამბავი: 2006 წელს რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობა ჯავაში, რუსეთის სადაზვერვო ქსელის გამოვლენა და სრული ეკონომიკური ემბარგო საქართველოზე; 2008 წლის აპრილში რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება პირდაპირი სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების შესახებ სოხუმსა და ცხინვალთან. სოხუმი-ოჩამჩირის რკინიგზის აღდგენა; 15 ივლისს რუსეთ-საქართველოს საზღვართან დაწყებული მასშტაბური სამხედრო წვრთნები "კავკასია 2008", 8000 ჯარისკაცით, 700 ერთეული ჯავშანტექნიკით, საჰაერო, საზღვაო, შინაგანი ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურების მონაწილეობით; წვრთნები 2 აგვისტომდე გაგრძელდა. შემდეგ საქართველოში შემოიჭრნენ;
1
ერედვი-ხეითის შემოვლით გზაზე სატვირთო ავტომობილთან, რომელშიც ხუთი ქართველი პოლიციელი იმყოფება, დისტანციურად მართვადი 2 ნაღმი ფეთქდება 08:05-ზე და 08:12 წუთზე. მძიმედ დაიჭრა ხუთი პოლიციელი.
2
09:00
დილის 9 საათზე ცხინვალის მიმართულებით გახსნილი სნაიპერული ცეცხლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ცხინვალს სოფელ ერგნეთიდან და ზემო ნიქოზიდან ნაღმმტყორცნებიდან დაუშინეს ცეცხლი.
3
მოსკოვიდან ვლადიკავკაზის გავლით ცხინვალში ჩავიდა რუსეთის ოთხი მთავარი მედიასაშუალების 15 ჟურნალისტი.
4
21:30
ღამით, 21:30-დან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს ქართული სოფლების მიმართულებით. დაიბომბა ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ავნევი, ნული, ერედვი და ზემო ფრისი. დაბომბვა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება და მხოლოდ 2 აგვისტოს გამთენიისას წყდება.
5
ქართული სოფლების მსხვილი კალიბრის ნაღმმტყორცნებით დაბომბვის შედეგად დაჭრილია 6 სამოქალაქო პირი და ერთი პოლიციელი.
6
ეს არის ჩვენი ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში ჩათრევის მცდელობა. ამაზე პასუხისმგებლობა უკრაინას და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ეკისრებათ, რადგანაც უკრაინამ საქართველოს 40 ცალი სნაიპერის იარაღი გადასცა, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა – 120 ცალი… აქამდე სამხრეთოსური მხარე თავს იკავებდა რეაგირებისგან, მაგრამ ამიერიდან ამის გაკეთებას აღარ ვაპირებთ.

ედუარდ კოკოითი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი
1
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან სროლის საპასუხოდ ცეცხლი იხსნება ქართული მხრიდან, თუმცა მალევე წყდება მიღებული ბრძანების შედეგად, რათა არ მოხდეს ვითარების ესკალაცია.
2
წუხელ ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ მოხდა მშვიდობიანი სოფლების მასიური დაბომბვა, რამაც არ შეიძლება არ გამოიწვიოს ჩვენი უკიდურესი აღშფოთება.

შოთა უტიაშვილი

შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი
3
12:23
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმი აცხადებს სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაციას ცხინვალიდან და დე ფაქტო რეჟიმის კონტროლირებული სოფლებიდან. ევაკუაცია 6 აგვისტომდე გაგრძელდა.
4
კონფლიქტის ზონაში ჩადის სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილი და ხვდება შერეული სამშვიდობო ძალების სარდალს, მარატ კულახმეტოვს.
5
ეუთოს დამკვირვებელთა რიცხვი უნდა გაიზარდოს და არა სამშვიდობოების რიცხვი. სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებას ბლოკავენ სეპარატისტები.

თემურ იაკობაშვილი

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში
6
კონფლიქტში მონაწილეა ქართული მხარეც, ორივე მხარე კონფლიქტის მონაწილეა და, ამიტომ, თითს მხოლოდ ოსური მხარისკენ ნუ იშვერთ. საქართველოც თავის წილად დამნაშავეა.

მარატ კულახმეტოვი

რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლის მოადგილე
7
სოფელ ნიქოზში, ადგილობრივი მოსახლეობა პოულობს პირველ აგვისტოს, დაბომბვისას ჩამოგდებულ ჭურვს.
8
აქამდე სპეცრაზმელებს აფეთქებდნენ, პოლიციელებს აფეთქებდნენ, ეხლა უკვე გადავიდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის აფეთქებაზე. ამას მოჰყვება სერიოზული რეაგირება და სერიოზული პასუხი.

ლადო ვარძელაშვილი

პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში
9
ოსური ეგრეთ წოდებული ბატალიონი, ცალსახად შეიძლება ითქვას უკვე, უშუალო მონაწილეობას ღებულობდა, მძიმე ტექნიკა ჰყავდათ გამოყვანილი და ურტყამდა ქართულ საგუშაგოებს. ჩვენ ეს აღვნიშნეთ უკვე და, ანალოგიურად, მე ნაბიჯის დათმობას არ ვაპირებ არანაირად და გაიგოს ეს ყველამ. შევაკვდები მე ამ სიტუაციას. ყველა ჩვენი ჯარისკაცი და პოლიციელი ნაბიჯით აღარ დაიხევს უკან.

მამუკა ყურაშვილი

ქართული სამშვიდობო ძალების სარდალი
10
ღამის ორი საათის მონაცემებით, 6 ადამიანია დაღუპული და 7 დაჭრილი.

მიხაილ მინძაევი

ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის შს მინისტრი
11
საერთაშორისო თანამეგობრობა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განვითარებულ მოვლენებს “მზარდი შეშფოთებით” ადევნებს თვალს და იმედოვნებს, რომ მხარეები ყველაფერს გააკეთებენ დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით.

ალექსანდერ სტუბი

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
12
რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდლობა აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება ცხინვალში მოქმედ რუს მშვიდობისმყოფელებს. დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებაც.
13
ჩრდილოეთი ოსეთი ყურადღებით ადევნებს თვალს სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს და მზად ვართ, დახმარება აღმოვუჩინოთ ჩვენს სამხრეთელ ძმებს. შეშფოთებული ვართ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო, რომელმაც ნამდვილი ომი გააჩაღა ოსეთის წინააღმდეგ. მზად ვართ, ერთად მოვიგერიოთ აგრესია.

თეიმურაზ მამსუროვი

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაური
14
ვითარების შემდგომი გამწვავების შემთხვევაში საყოველთაო მობილიზაციას გამოვაცხადებთ და დახმარებისთვის ჩრდილოკავკასიელ მოხალისეებს მივმართავთ.

ედუარდ კოკოითი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი
15
ცხინვალში რუსი ჟურნალისტების კიდევ ერთი ჯგუფი ჩადის. ისინი ინტენსიური საომარი მოქმედებების დაწყებამდე რჩებიან სამხრეთ ოსეთში. ჟურნალისტების ჩასვლა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება.
1
06:30
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის შეიარაღებული ძალები განლაგდნენ სოფლებში: ზნაური და ველები და ცეცხლი გაუხსნეს დვანში მდებარე ქართული პოლიციის შენობას.
2
სამხრეთ ოსეთიდან 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია ხდება; მათ შორის, რეგიონიდან გაიყვანეს 400 ბავშვი. ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ერმაკ ძანსოლოვი ირწმუნება, რომ ეს არ არის ევაკუაცია.
3
ღამით საქართველოს საზღვარი როკის გვირაბით გადაკვეთა და ჯავის მიმართულებით გაემართა რუსეთის 58-ე არმიის მე-19 მოტომსროლელთა დივიზიის სადაზვერვო ბატალიონმა.
4
რუსეთის ძალების სამხრეთ ოსეთში მობილიზაციის პარალელურად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისმა ცხინვალის რეგიონში სამხედრო ძალები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. თბილისში ბრალდებას უარყოფენ.
5
2 აგვისტოს საღამოს და 3 აგვისტოს ღამით საქართველომ ღია სამხედრო მანევრები განახორციელა ცხინვალის მისადგომებთან, რასაც თან ახლდა კონფლიქტის ზონაში ძალების და მძიმე ტექნიკის შეყვანა. საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

6
ცხინვალის რეგიონის მედიასაშუალებები იუწყებიან ჩრდილოეთ კავკასიაში მოხალისეების მობილიზაციის შესახებ.
7
არ არსებობს არანაირი ომი. ეს არის ველური, ბარბაროსული გამოხტომები, რომლებსაც თან სდევს ადამიანების სიცოცხლის მოსპობა, და ეს ყველაფერი სწორედ ასე უნდა ფასდებოდეს. საპასუხოდ უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ველურებს, რომლებმაც საკუთარ თავს უფლება მისცეს, დაეცხრილათ მშვიდობიანი მოსახლეობა.

თეიმურაზ მამსუროვი

ჩრდილოთ ოსეთის პრეზიდენტი
8
ვლადიკავკაზში სამხრეთ ოსეთის მხარდასაჭერი აქცია იმართება.
9
სოხუმი აცხადებს გადაწყვეტილებას სექტემბრიდან გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის შესახებ. სეპარატისტული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს და ენგურის ხიდს კეტავს.
10
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენები.
11
ის ყველაფერი რისი პროვოცირებაც კოკოითის რეჟიმმა სცადა ცხინვალის რეგიონში, იყო აბსოლუტური თვითშემოქმედება და რუსეთის ფედერაციაც კი არ იყო ამისთვის მზად. გასაგები არის რომ ამისთანა თვითშემოქმედებამ, შეიძლება ძალიან საშიშ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ამიტომ რუსული მხარე სასწრაფოდ დამიკავშირდა და მთხოვა მოსკოვში ჩასვლა.

გრიგოლ ვაშაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
12
თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ სოხუმი არ მიიღებს მონაწილეობას 15 აგვისტოს ბერლინში გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის შეხვედრაში სამხრეთ ოსეთში არსებული დაძაბულობის გამო. “აფსნიპრესის” ცნობით, ბაღაფშმა ასევე მითითება მისცა თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანოს ”შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფი”.
13
ცხინვალში დაძაბულობა იზრდება… საქართველო თავის ძალებს აგზავნის სამხრეთ ოსეთის საზღვართან. ამ ვითარებაში ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ვერც მეგობართა ჯგუფთან, ვერც ქართულ მხარესთან. თვალს მივადევნებთ, როგორ განვითარდება მოვლენები სამხრეთ ოსეთში და თუ სიტუაცია გამოსწორდება, მაშინ გადავხედავთ ჩვენს გადაწყვეტილებას.

სერგეი ბაღაფში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი
1
ღამით 10 ერთეული ჯავშანტექნიკა რუსეთიდან საქართველოში შემოდის და უნაწილდება დე ფაქტო რეჟიმის შეიარაღებულ დაჯგუფებებს. 2 ერთეული ჯავშანტექნიკა სოფელ დმენისში დისლოცირებულ სეპარატისტებს გადაეცათ.
2
რაც უნდათ, ის ისროლონ კიდევ, ვერაფერს ვერ დაგვიშავებენ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ, დაანებონ ტერორისტულ საქმიანობას და პროვოკაციებს თავი; უფრო მეტი დრო გამონახონ, სამშვიდობო ინიციატივებს რომ გაეცნონ.

მამუკა ყურაშვილი

ქართული სამშვიდობო ძალების სარდალი
3
რუსეთი დირიჟორობს ქმედებებს ”ომის ილუზიის” შესაქმნელად, რაც მიზნად ისახავს სამშვიდობო პროცესის განახლებისკენ მიმართული საერთაშორისო მცდელობების ჩაშლას.

თემურ იაკობაშვილი

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში
4
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, განმუხტონ დაძაბულობა. ნატო გაეცნო ინფორმაციას ბოლო დღეების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის რეგიონში ძალისმიერი დაპირისპირების თაობაზე, რამაც მნიშვნელოვანი მსხვერპლი გამოიწვია.

კარმენ რომერო

ნატოს წარმომადგენელი
5
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტებში სამშვიდობო მისია უნდა იკისრონ იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც პირდაპირ არ არიან ჩართული კონფლიქტში.
6
მშვიდობის შენარჩუნება ამ რეგიონებში იქნება შესაფერისი ამოცანა ევროკავშირისთვის. ჩვენ საერთაშორისო მცდელობები გვჭირდება სიტუაციის მოსაგვარებლად.

ურმას პაეტი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
7
18:40
ედუარდ კოკოითი დონის კაზაკთა მეთაურისგან და რუსეთის დუმის დეპუტატ ვიქტორ ვოდოლაცკისგან იღებს სამხედრო დახმარების დაპირების შემცველ ტელეგრამას.
8
ეს არის მათ მიერ დადგმული სპექტაკლი იმისათვის, რომ აჩვენონ იმ ადამიანებს, ვინც აფინანსებს ამ რეჟიმს წლების განმავლობაში და ეს ადამიანები რუსეთის ფედერაციის მაღალ თანამდებობებზე არიან მოკალათებული, რომ საქმიანობის ილუზია შექმნან, რომ ზრუნავენ თავიანთ ხალხზე და ა.შ. არაფერი საერთო მათ განცხადებებს არ აქვთ რეალობასთან.

კახა ლომაია

უშიშროების საბჭოს მდივანი
9
გვესმის, რომ ეუთო იძიებს ამ ინციდენტებს და ველით მათ მოხსენებას. ეს ინციდენტები ხაზს უსვამს სამხრეთ ოსეთში ეუთოს დამკვირვებელთა რაოდენობის დაუყონებლივ გაზრდის საჭიროებას, ასევე როკის გვირაბზე ერთობლივი ქართულ-რუსული მონიტორინგის განხორციელებას, რათა აღიკვეთოს იარაღის, საბრძოლო მასალებისა და შეიარაღებული ჯგუფების უკანონო გადაადგილება რეგიონში.

გონზალო გალეგოსი

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი
1
განახლდა ქართული სოფლების დაბომბვა.
2
09:01
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს ინფორმაციას (სატელეფონო საუბრის მოსმენით) სამხრეთ ოსეთის შსს მინისტრის მიხეილ მინძაევის ბრძანების შესახებ, რომელიც სოფელ დვანის განადგურებას გულისხმობს.
3
თემურ იაკობაშვილის განმარტებით, ეუთოს მეთვალყურეთა დასკვნაში, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი გენერალ მარატ კულახმეტოვს, ნათქვამია, რომ 1 და 2 აგვისტოს ოსურმა მხარემ ქართულ სოფლებს აკრძალული იარაღით გაუხსნა ცეცხლი.
4
15:10
რუსული მედიის ცნობით, ცხინვალში ჩამოდის 150-მდე დაქირავებული მებრძოლი ჩრდილოეთ კავკასიიდან. ჩრდილოეთ კავკასიიდან მომავალ დაქირავებულთა ნაკადი არ წყდება 10 აგვისტომდე.
5
ეს ყველაფერი დამთავრდება, თუ იქნება გულწრფელი სურვილი, რომ ხელი მოეწეროს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიებზე.

ვიაჩესლავ კოვალენკო

რუსეთის ელჩი საქართველოში
6
რუსეთის არმიის თვითმავალი არტილერიის 40 ერთეული და ბოტლიხის 33-ე მოტომსროლელთა ბრიგადის სადაზვერვო ბატალიონი კვეთს როკის გვირაბს და უერთდება ჯავაში დისლოცირებულ შეიარაღებულ დაჯგუფებას.
7
რუსეთის ტერიტორიაზე როკის გვირაბთან მობილიზებულია 58-ე არმიის ნაწილები, მათ შორის, 135-ე, ცალკეული მოტომსროლელთა პოლკი პროხლადნიდან (ყაბარდო-ბალყარეთი) და 653-ე მოტომსროლელთა პოლკი ზარამაგიდან (ჩრდ. ოსეთი).
8
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით კონფლიქტის ზონაში ჩადიან ჟურნალისტები, დიპლომატები და რუსეთის ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო, იმის საჩვენებლად, რომ ქართული მხარე ომისთვის არ ემზადება.
9
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოსური საინფორმაციო ვებსაიტები ჰაკერული შეტევის სამიზნე გახდა.
10
ევროკავშირს სურს, ისე როგორც არასდროს, ჩაერთოს საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებაში, მონაწილე მხარეებთან თანამშრომლობით და მოლაპარაკების არსებული ფორმატების მხარდაჭერით. ევროკავშირი კვლავ გამოდის ზომიერებისკენ და მოლაპარაკებების სწრაფი განახლებისკენ მოწოდებით.

5 აგვისტოს ევროკავშირის მიერ გავრცელებული განცხადება

1
იბომბება ქართული სოფლები: ერედვი, ფრისი, ავნევი, დვანი, ნული.
2
სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ცხინვალში იკეტება მაღაზიები და სხვადასხვა დაწესებულებები, ცხინვალის რუსული სამხედრო ბაზის რუს და ადგილობრივ თანამშრომლებს დროებით ათავისუფლებენ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების ვალდებულებისგან.
3
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი აცხადებს, რომ ესაუბრა რუსული მხარის თანათავმჯდომარეს შერეულ საკონტროლო კომისიაში, იური პოპოვს, რომელმაც დაადასტურა, რომ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და სამხრეთოსურ მხარესთან შეხვედრაზე დასწრებას.
4
~ 19:30
მე ვესაუბრე ბატონ პოპოვს 17 წუთის წინ და მან მითხრა, რომ იგი თბილისში 7 აგვისტოს დილით ჩამოვა და შემდეგ ერთად გავემგზავრებით ცხინვალში. მოლაპარაკებები გაიმართება შერეული სამშვიდობო ძალების შტაბში (ცხინვალში).

თემურ იაკობაშვილი

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში
5
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი და ბორის ჩოჩიევი უარს აცხადებენ 7 აგვისტოს დაგეგმილ შერეულ სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე.
6
ცხინვალში ჩადის დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დენის კიფი.
7
მიუხედავად შერეული ძალების ქართული ბატალიონის პროტესტისა, 6 აგვისტოს შემდეგ შერეული სამშვიდობო ძალები წყვეტენ კონფლიქტის ზონის მონიტორინგს და პატრულირებას.
1
03:25
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოიპოვებს პირველ სატელოფონო ჩანაწერს, რომელიც ადასტურებს რუსეთის სამხედრო ნაწილის როკის გვირაბში გადაადგილებას.
2
ღამის და დილის განმავლობაში საქართველოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიების მიმართულებით ინტენსიური ცეცხლია გახსნილი სოფლებიდან - დმენისი, უბიათი და ხეთაგუროვო.
3
სამხრეთ ოსეთის მთავარი გაზეთის, “იუჟნაია ოსეტიას” ცნობით, დე ფაქტო რეჟიმის მეთაური ცხინვალიდან ჯავაში მიემართება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შესახვედრად.
4
09:30
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოიპოვებს სატელეფონო ჩანაწერს, რომელშიც დე ფაქტო რეჟიმის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი ლაპარაკობს ქართული სოფლებზე, ავნევსა და დვანზე დაგეგმილი შეტევის შესახებ.
5
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას რუსეთის სამხედრო ძალების - ცოცხალი ძალისა და მძიმე ტექნიკის როკის გვირაბის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოდინების შესახებ და ამ ნაბიჯს აფასებს, როგორც აგრესიას სუვერენული სახელმწიფოს მიმართ.
6
მე აქ ჩამოვედი მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ რამდენადაც ვიცი, სამხრეთ ოსეთის მხარე, ბოლოს განვითარებული მოლენებიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ აყენებს მოლაპარაკებების საჭიროებას და თუ ეს მართლაც ასეა, უკვე ტრადიციად მექცა, რომ მაქოსებური დიპლომატია უნდა შევასრულო.

იური პოპოვი

რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩი
7
სეპარატისტების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან შემოფრენილმა, სავარაუდოდ, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა სოფელ შავშვების ახლოს, საქართველოს სამხედრო რადარიდან 300-500 მეტრის მოშორებით, რამდენიმე ბომბი ჩამოაგდო.
8
12:00
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სერგეი ბაღაფში გასცემს ბრძანებას აფხაზეთის სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ, რათა გაუწიოს დახმარება სამხრეთ ოსეთს.
9
14:00
იბომბება ავნევის სამშვიდობო პოსტი მსხვილკალიბრიანი არტილერიით დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებულ სოფელ ხეთაგუროვოდან. იღუპება ორი ქართველი მშვიდობისმყოფელი და იჭრება 5 ჯარისკაცი და განადგურებულია 1 ჯავშანმანქანა. სოფლის დაბომბვა 16:00 საათამდე გრძელდება.
10
იბომბება, ნული, ქურთა, თამარაშენი, ზემო ფრისი და შავშვები. რუსეთის ტანკები მეღვრეკისში არიან.
11
14:30
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს მობილიზაციას.
12
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, რუსი ოფიცერი ანატოლი ბარანკევიჩი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ოსეთიდან შემოსული შეიარაღებული ჯგუფები სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში უერთდებიან.
13
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ “შეშფოთებულია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო მზადებით.“
14
16:00
საათისათვის განახლებულია ქართული სოფლების, ნულის და ავნევის დაბომბვა. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ძალები ქვეითთა საბრძოლო მანქანას აფეთქებენ. დაიჭრა სამი ქართველი ჯარისკაცი.
15
გორის სამხედრო ჰოსპიტალში, საქართველოს პრეზიდენტმა სროლის შედეგად დაჭრილი ორი ქართველი ჯარისკაცი მოინახულა და განაცხადა:
მე მინდა ვთქვა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მუდმივი კონტაქტი რუსეთის ფედერაციის დიპლომატებთან, გრძელდება ყოველდღიური თავდასხმები ქართველ პოლიციელებზე, ქართველ სამშვიდობოებზე და მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ სოფლებზე. მე მინდა პირდაპირ ვთქვა და დარწმუნებული ვარ, რომ კონფრონტაციის გაღრმავება არ შედის რუსეთის ფედერაციის ინტერესებში და, რა თქმა უნდა, არ შედის საქართველოს ინტერესებში.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი
16
რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებისთვის მიცემულ დილის ინტერვიუში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება არ გაიყვანს შეიარაღებულ ჯარებს, იგი მათგან "ტერიტორიის გაწმენდას” შეუდგება.
17
15:00 - 17:00
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, თემურ იაკობაშვილი მიემგზავრება ცხინვალში, სადაც დაგეგმილია ოსურ მხარესთან მოლაპარაკება. შეხვედრაზე არ გამოცხადდება არც რუსეთის წარმომადგენელი იური პოპოვი და არც სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი. იაკობაშვილს ხვდება სამშვიდობო ძალების სარდალი მარატ კულახმეტოვი, რომელმაც სახელმწიფო მინისტრს უთხრა, რომ ვერ ახერხებდა ედუარდ კოკოითთან დაკავშირებას და შექმნილ ვითარებაში რუს მშვიდობისმყოფელებს აღარ შეეძლოთ ვითარების კონტროლი. კულახმეტოვი ურჩევს საქართველოს მთავრობას ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტას, რაც რუსეთს კონფლიქტის მოგვარების საშუალებას მისცემს.
18
მოგვიანებით იური პოპოვი იაკობაშვილთან საუბარში შეხვედრაზე არგამოცხადების მიზეზად მისი მანქანის დაშვებულ საბურავს ასახელებს.
19
17:00
სამშვიდობო ძალების სარდალი მარატ კულახმეტოვი უარს ამბობს ცხინვალის შტაბში მომუშავე ქართველი სამხედროებისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემაზე, რის შედეგადაც ქართული სამშვიდობო ძალების სარდალი მამუკა ყურაშვილი გასცემს ბრძანებას ქართველი ოფიცრების მიერ ცხინვალის შტაბის დატოვებაზე.
20
17:10
მიუხედავად მძიმე დანაკარგებისა და ქართული სოფლების უწყვეტი დაბომბვისა, საქართველოს სამართალდაცავმა ორგანოებმა და სამშვიდობოებმა ცალმხრივად შეწყვიტეს ცეცხლი, სიტუაციის დეესკალაციისთვის 17:00 საათზე, რის შესახებაც თემურ იაკობაშვილმა მარატ კულახმეტოვს წინასწარ აცნობა.
21
მედიაში ვრცელდება ცხინვალში დაშავებული მოსახლეობის კადრები.
22
19:10
საქართველოს პრეზიდენტი სატელევიზიო მიმართვისას ადასტურებს ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტას და რუსეთისა და დე ფაქტო რეჟიმების მეთაურებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.
23
რამდენიმე საათის წინ გავეცი ბრძანება, ძალიან მტკივნეული ბრძანება, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, რომ არც ერთმა ქართულმა შენაერთმა, არც ერთმა ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფმა პოლიციურმა და სხვა შენაერთმა არ გახსნას ინტენსიური ცეცხლი ძალიან ინტენსიური დაბომბვის შესაჩერებლად.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი
24
ღამის 11 საათისთვის საქართველოს მთავრობა იღებს ინფორმაციას, რომ როკის გვირაბს კვეთს რუსეთის ჯავშანტექნიკის კოლონა, რომელიც 100-ზე მეტი ერთეულისგან შდგება. საქართველოს მთავრობა უკავშირდება შეერთებული შტატების წარმომადგენელ მეთიუ ბრაიზას და ატყობინებს მას, რომ შექმნილ ვითარებაში თავდაცვის ერთადერთი გზა, როკის გვირაბიდან გამომავალი რუსეთის სამხედრო ტექნიკის შეკავებაა.
25
23:35
რუსეთის ჯარის შემოჭრის და ცენტრალური ხელისუფლების კონტოლირებადი სოფლების უწყვეტი დაბომბვის საპასუხოდ, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს სამ ბრძანებას აძლევს:
1. დაიცვან ცხინვალის რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოება.
2. გაანეიტრალონ საცეცხლე წერტილები, საიდანაც სამოქალაქო მოსახლეობას, ქართველ მშვიდობისმყოფელებს და მოსახლეობას უხსნიან ცეცხლს.
3. შეაჩერონ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მოძრაობა როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში.
26
23:50
ქართული საარტილერიო დანაყოფები ხსნიან ცეცხლს.
27
გვიან ღამით ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაური მამუკა ყურაშვილი აცხადებს, რომ ოსური მხრიდან სროლის განახლების გამო მიღებულია გადაწყვეტილება ცხინვალში “კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის” შესახებ.
28
მოგვიანებით ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ გენერალი ყურაშვილი არ იყო უფლებამოსილი, გაეკეთებინა განცხადება “კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის” შესახებ.
1
00:23
შერეული სამშვიდობო ძალების სარდალი, მარატ კულახმეტოვი ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურ, მამუკა ყურაშვილთან სატელეფონო საუბარში აღიარებს, რომ რუსი სამშვიდობოები სამხრეთ ოსეთის რეჟიმის შეიარაღებულ დაჯგუფებებს ქართული შეიარაღებული ძალების პოზიციების კოორდინატებს აძლევდნენ.
2
02:37
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრეგორი კარასინი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგოლ ვაშაძესთან სატელეფონო საუბარში ატყობინებს, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ცხინვალის რეგიონში სამხედრო ოპერაციას იწყებენ. ოპერაციის დაწყების მიზეზად რუსეთის სამშვიდობო ძალებში მსხვერპლი სახელდება. პირველი შეხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და რუს სამშვიდობოებს შორის ამ საუბრიდან 3 საათის შემდეგ, დილის 6 საათზე ხდება.
3
შუაღამიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები იწყებენ შეტევას, რომლის მიზანიც როკის გვირაბიდან ცხინვალისკენ მიმავალი გზის განადგურებაა.
4
04:10
რუსეთის ელჩი საქართველოში, ვიაჩესლავ კოვალენკო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სტუმრობს მინისტრის მოადგილე, გრიგოლ ვაშაძეს და ატყობინებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტილების მიღების პროცესს ჩამოშორებულია და ცხინვალის რეგიონში სამხედრო ოპერაციების შესახებ ყველა გადაწყვეტილება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში მიიღება.
5
05:00
საქართველოს შეიარაღებული ძალები ცხინვალის რეგიონში აკონტროლებენ 9 სოფელს: წინაგარს, ორჭოსანს, ღრომს, არცევს, მუგუთს, დმენისს, დიდმუხას, ოქონას.
6
05:20
რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილები სოფელ ჯავიდან გამოდიან, კვეთენ გუფთის ხიდს და მიიწევენ ძარის შემოვლითი გზისკენ.
7
06:00
საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შეიარაღებული ძალები სოფელ ზემო ნიქოზიდან შედიან ცხინვალში, რათა ჩაახშონ საცეცხლე წერტილები, რომლებიც ცხინვალის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ე.წ. შანხაის ნაწილში მდებარეობდა. გადაადგილებისას ქართულ ძალებს ცეცხლს უხსნიან რუსი სამშვიდობოების შტაბიდან, “ვერხნი გოროდოკიდან”. ქართული ძალები საპასუხო ცეცხლს ხსნიან და მოითხოვენ დამატებით მძიმე ტექნიკას. “ვერხნი გოროდოკის” მთავარი შენობის სახურავი გამოიყენებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე მიმართული საარტილერიო ცეცხლის კორექტირებისთვის, რაც მოგვიანებით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის მედიამაც დაადასტურა.
8
06:35
საქართველოს საჰაერო ძალები და არტილერია ბომბავენ გუფთის ხიდს, რომელიც როკის გვირაბის სამხრეთით მდებარე ჯავის რეგიონს ცხინვალთან აკავშირებს. დაბომბვა აფერხებს რუსული კოლონის მოძრაობას.
9
ოფიციალური ვაშინგტონი მოუწოდებს რუსეთს, გავლენა მოახდინოს სეპარატისტებზე, რათა სროლა შეწყდეს.
10
09:00
საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ სოფლებს: ზნაურს, ხეთაგუროვოს და კოხათს. ინარჩუნებენ ასევე გამთენიისას დამყარებულ კონტროლს ათამდე სოფელზე.
11
09:45
იწყება რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდასხმა. იბომბება სოფელი შავშვები და ფოთსა და თბილისს შორის მაგისტრალი. დღის განმავლობაში რუსეთის ავიაციის სამიზნეების არეალი ფართოვდება. იბომბება გორი, ქარელის სოფლები, ვაზიანის, მარნეულისა და ბოლნისის სამხედრო ბაზები.
12
თბილისი აცხადებს რეზერვისტების მობილიზაციას.
13
რუსეთის პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი მიმართავს საგანგებოდ შეკრებილ რუსეთის უშიშროების საბჭოს და ბრალს დებს საქართველოს სამხრეთ ოსეთში რუსეთის მოქალაქეებზე თავდასხმაში.
14
11:00
ზემო ნიქოზის მიმართულებიდან ცხინვალში შესულ საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილებს სეპარატისტები ცეცხლს უხსნიან სამოქალაქო, ადმინისტრაციული, საცხოვრებელი და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობებიდან, რომლებიც დე ფაქტო რეჟიმის ძალების მიერ საბრძოლო პოზიციებად გამოიყენებოდა.
15
11:00
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის სამხედრო ძალები აგდებენ რუსულ სუ-25 ტიპის სამხედრო თვითმფრინავს, რომელიც ცხინვალს ბომბავდა. არსებული ვარაუდით, რუსული თვითმფრინავი სეპარატისტულ ძალებს ქართული ეგონათ. ქართულმა სამხედრო ავიაციამ ცხინვალის თავზე ერთი ფრენა განახორციელა, 6:25 წუთზე და არც ერთი თვითმფრინავი არ დაუკარგავს.
16
მდგომარეობა უარესდება ყოველ საათში, როგორც უყურებთ ტელევიზორებში, ქართული მხარე იყენებს მძიმე ტექნიკას და აღჭურვილობას და აგრესიულ ქმედებაზე გადავიდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ.

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
17
ყველამ უნდა შეიკავოს თავი იმგვარი ქმედებებისგან, რაც საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოსახლეობას. უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენს ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ და უპირობოდ. ამას უნდა მოჰყვეს პირდაპირი მოლაპარაკებები, რათა მოიძებნოს მშვიდობიანი და პერმანენტული მოგვარების გზა.

ევროპის საბჭო

18
14:15
საქართველოს მთავრობა აცხადებს ცეცხლის შეწყვეტას 15:00 საათიდან 18:00 საათამდე იმისათვის, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ცხინვალის დატოვების საშუალება მიეცეს. სეპარატისტებს ჩაბარების შემთხვევაში ამნისტიის საშუალება და ჰუმანიტარული დახმარება ეძლევათ.
19
14:15
ცხინვალის თითქმის 100% ქართული ჯარის კონტროლის ქვეშ იმყოფება. მხოლოდ რამდენიმე პატარა დაჯგუფება უწევს მათ წინააღმდეგობას.
20
რუსები კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზებს ბომბავენ.
21
18:44
რუსეთის 58-ე არმიის ნაწილები ძარის შემოვლითი გზის გავლით უახლოვდებიან ცხინვალს და ხსნიან ინტენსიურ ცეცხლს ცხინვალსა და მეზობელ მაღლობებზე განლაგებული ქართული ძალების მიმართულებით.
22
20:30
ცხინვალში სასტიკი შეტაკების შედეგად, ქართული ჯარები იწყებენ ქალაქის ცენტრიდან გასვლას და იკავებენ პოზიციებს მის სამხრეთ საზღვრებთან. რუსეთის ტანკები შედიან ცხინვალის აღმოსავლეთ ნაწილში.
23
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ტერი დევისი აცხადებს, რომ საქართველო სრულმასშტაბიანი ომის ზღვარზე დგას, რასაც სავალალო შედეგები ექნება რეგიონის მოსახლეობისთვის.
24
ოჩამჩირეში განთავსებული რუსეთის 58-ე არმიის კუთვნილი ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსიდან “ტოჩკა-უ”-დან ისვრიან ორ რაკეტას, რომელიც ფოთის ცენტრში ეშვება.
25
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს და რუსეთს მოუწოდებს, საქართველოდან გაიყვანოს თავისი ძალები.
26
რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ პუტინი საქართველოს საომარი მოქმედებების დაწყებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამას სათანადო რეაგირება მოჰყვება.
27
სამწუხაროა, რომ ოლიმპიური თამაშების დაწყების წინა დღეს საქართველოს ხელისუფლებამ აგრესიული ქმედებები განაახლა სამხრეთ ოსეთში.

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი
28
დმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი ისტორიულად ყოველთვის იყო და დარჩება კავკასიელი ხალხის უსაფრთხოების გარანტად.
29
დღის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალის რეგიონს ჯავის გარდა მთლიანად აკონტროლებს თბილისი და რომ რუსეთის ავიაციის იერიშების შედეგად 30-მდე ადამიანია დაღუპული.
30
საქართველოს ხელისუფლებამ ბინძური ავანტიურა წამოიწყო. სისხლისღვრა სამხრეთ ოსეთში ამ ხალხის სინდისზე იქნება. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას ავნოს ჩვენს სამშვიდობოებს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

31
დღის განმავლობაში რუსეთის თვითმფრინავებმა ქართული საჰაერო სივრცე 22-ჯერ დაარღვიეს.
32
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ ცხინვალზე თავდასხმის შედეგად დაღუპულ სამოქალაქო პირთა რიცხვი 2000-ს აღწევს. ეს რიცხვი მნიშვნელოვნად განსხვავდება რუსეთის გენერალური პროკურორის მიერ 21 აგვისტოს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებისგან. რუსული გამოძიების თანახმად დაღუპულთა რიცხვმა 133 შეადგინა.
33
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სეპარატისტების მიერ თამარაშენისა და სხვა საქართველოს კონტროლქვეშ მყოფი სოფლების დაბომბვაზე საპასუხოდ, ქართულმა მხარემ გახსნა ცეცხლი და გადავიდა შეტევაზე.
34
მეღვრეკისში რუსეთის ჯავშანტექნიკა გადაადგილდება
1
ღამის განმავლობაში ქართული ძალები ინარჩუნებენ კონტროლს ცხინვალის სამხრეთ ნაწილზე.
2
დასავლეთ საქართველოში დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალები გადმოყვანილია ცხინვალის რეგიონში სამხედრო ოპერაციებში ჩართვის მიზნით.
3
რუსეთის პრემიერი ვლადიმირ პუტინი ჩადის ვლადიკავკაზში სამხედრო ოპერაციის სამართავად.
4
აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმი საქართველოში გაეროს მისიას უყენებს მოთხოვნას, დატოვოს ზემო აფხაზეთი და ატყობინებს სამხედრო ოპერაციის შესახებ, რომელსაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად განახორციელებენ. გაეროს მისია ემორჩილება მოთხოვნას და დაუყოვნებლივ ტოვებს ზემო აფხაზეთს.
5
10:20
გორში ქართველი სამხედროები აგდებენ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავს და ტყვედ აჰყავთ პილოტი.
6
საჰაერო თავდასხმების შედეგად იბომბება: ფოთის პორტი, სენაკისა და ვაზიანის სამხედრო ბაზები, გაჩიანი, კოპიტნარის აეროპორტი და გორი.
7
11:40
რუსეთის სადესანტო შენაერთები შედიან ცხინვალში ჩრდილო-დასავლეთიდან და სოფელ ტბეთის მიმართულებიდან.
8
12:00 - 13:00
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დამატებითი ძალები შედიან ცხინვალში და აწყდებიან გააფთრებულ წინააღმდეგობას ძალებისგან, რომლებიც რუსი მშვიდობისმყოფელების ჯავშანტექნიკით გადაადგილდებიან.
9
14:00
რუსეთის საჰაერო ძალები უტევენ ზემო აფხაზეთს (კოდორის ხეობა) რამდენიმე ადგილას.
10
14:30
საქართველოში საომარი მდგომარეობა და სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. საქართველოს პარლამენტმა 90 ხმით 0-ის წინააღმდეგ ერთხმად დაამტკიცა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება.
11
საქართველოს მთავრობის განცხადებით, ბოლო დღეებში 55 ადამიანი დაიღუპა.
12
ამ დროისთვის ჩვენმა მშვიდობისმყოფელებმა აღადგინეს კონტროლი ქალაქ ცხინვალზე და გვინდა მხოლოდ ერთი რამ, რომ ქართველები დაბრუნდნენ იქ, დაბრუნდნენ საწყის პოზიციებზე, სადაც იყვნენ კონფლიქტამდე.

დმიტრი როგოზინი

რუსეთის ელჩი ნატოში
13
საქართველოს ხელისუფლება ერაყიდან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების გამოწვევას იწყებს საბრძოლო მოქმედებებში მათ ჩასართავად.
14
ჩრდილოეთ კავკასიაში განლაგებული რუსეთის მთელი 58-ე არმია შედის სამხრეთ ოსეთის რეგიონში.
15
15:45
აფხაზი სეპარატისტების ლიდერი, სერგეი ბაღაფში ზემო აფხაზეთის დაბომბვის დაწყების შესახებ აცხადებს და იქ ძალებს აგზავნის.
16
16:00
რუსეთის შავი ზღვის ფლოტი შემოდის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და იწყებს აფხაზეთის სანაპირო ზოლში პატრულირებას.
17
16:40
რუსეთის სამხედრო ხომალდები ხელს უშლიან ფქვილით დატვირთულ მოლდავურ გემ “ლოტუს 1”- ს ფოთის პორტში შემოსვლაში.
18
ქართული ძალები ანადგურებს რუსულ ჯავშანკოლონას ცხინვალის ჩრდილო-დასავლეთში. დაჭრილია 58-ე არმიის მეთაური, გენერალი ხრულიოვი, რომელიც კოლონას მოუძღოდა წინ.
19
12:30
რუსეთის საჰაერო ძალები ბომბავენ ჩხალთას, ზემო აფხაზეთის ადმინისტრაციულ ცენტრს.
20
საქართველოს შეიარაღებული ძალები იწყებენ ცხინვალის ეტაპობრივად დატოვებას და იკავებენ ცხინვალის სამხრეთით მდებარე პოზიციებს.
21
საფრთხეები სამხრეთ ოსეთში იმაზე ნაკლები არ არის, რაც პოსტსაბჭოთა იმპერიალიზმის გამოვლინების ნებისმიერ სხვა შემთხვევაში.

Der Standard

22
რამდენიმე სამინისტროს, "საქართველოს ბანკის" და პარლამენტის ვებსაიტები ჰაკერების ორგანიზებული შეტევის სამიზნე ხდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტი შინაარსს იცვლის და იქ ჰიტლერისა და სააკაშვილის სურათები ჩნდება.
23
9-დან 10 აგვისტომდე თითქმის არცერთი ოფიციალური უწყების ქართული დომეინი არ მოქმედებს. პრეზიდენტის ვებსაიტის გარდა კიდევ 38 მნიშვნელოვან ქართულ ვებსაიტზეც ხდება თავდასხმა. მათ შორის: საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს საელჩოების და, ასევე, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციისა და ახალი ამბების სააგენტოების ვებსაიტებზე.
24
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართულმა ძალებმა გაანადგურეს 40 ტანკი, როდესაც ისინი ცხინვალს ჩრდილოეთიდან უტევდნენ.
25
მიხეილ სააკაშვილი ჩადის გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაჭრილების მოსანახულებლად.
26
ეუთოს დამკვირვებელთა განცხადებით, ცხინვალზე ჭურვები 15-20 წამის ინტერვალით ეცემოდა.
27
გორის რეგიონში ჩადის ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტრას ვაიტიეკუნასი. ვაიტიეკუნასის განცხადებით, ნგრევისა და მსხვერპლის რაოდენობა შემაძრწუნებელია.
28
ეს დიდი ხნის წინ მომზადებული და დაგეგმილი ოპერაციაა. ბოლო რამდენიმე თვე ჩვენს საზღვრებთან ხდებოდა რუსების ძალების კონცენტრაცია, ყველანაირი საბაბის პოვნა და პროვოკაციების მოწყობა, რათა მომხდარიყო ამ ძალების შემოსვლა. ეს არის ძალიან მკრთალად შენიღბული საერთაშორისო უკანონო აგრესია და ქვეყნის დანგრევის მცდელობა.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი
29
ჯორჯ ბუში რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები.
30
ნიუ-იორკში საქართველოს მხარდამჭერი აქცია იმართება.
1
ღამის განმავლობაში არ წყდება რუსეთის ძალების შემოდინება როკის გვირაბის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე. შემოდის 300 ტანკი და 10 000 ჯარისკაცზე მეტი.
2
00:12
რუსეთის საბრძოლო გემები მიემართება ფოთის პორტისკენ. რუსული მედია რუსეთის სამხედრო ფლოტის პრესმდივან, იგორ დიგალოზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო გემებმა საქართველოს სანაპიროსთან გამართული ხანმოკლე ბრძოლის შედეგად ჩაძირეს ქართული სამხედრო ხომალდი. რუსეთის გემები ასევე აფერხებენ ფოთის პორტისკენ მიმავალი სხვა ქვეყნების გემების მოძრაობას. რუსები ასევე ძირავენ საქართველოს სანაპირო დაცვის ფოთში დისლოცირებულ გემებს.
3
04:00
რუსები იკავებენ დიდი ლიახვის ხეობას.
4
05:40
იბომბება: ვაზიანის სამხედრო ბაზა, ბაქო-სუფსა-ჯეიჰანის ნავთობსადენი და კოდორის ხეობა. აფხაზეთში გადაადგილდებიან რუსეთის ტანკები.
5
07:00
საქართველოს სამთავრობო ძალები გამოდიან ცხინვალიდან.
6
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ეკა ტყეშელაშვილი ურეკავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და ატყობინებს, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორია და ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას. ლავროვი უარს ამბობს ქართული მხარის წინადადებაზე.
7
10:00
ქართული ძალები ტოვებენ ფრონეს ხეობას, რომელსაც დაუყოვნებლივ იკავებს რუსეთის საჯარისო შენაერთები.
8
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჰაერითა და ზღვით აფხაზეთში გადასროლილ ჯარისკაცთა რაოდენობა 6 000-ს აღწევს.
9
11:00
ქართული პოლიცია კოდორის ხეობიდან მოსახლეობის ევაკუაციას იწყებს.
10
12:20 - 15:15
რუსეთის ავიაცია უწყვეტად ბომბავს კოდორის ხეობას. მოგვიანებით ასევე იბომბება გორი და ანაკლია.
11
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ედმონდ მიულემ მოახსენა გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში თვალს ადევნებს კოდორის ხეობაში მდებარე ქართული სოფლების უწყვეტ საჰაერო დაბომბვებს. მათ ასევე შეამჩნიეს აფზახური მხარის მძიმე ტექნიკისა და სამხედრო მოსამსახურეთა მნიშნელოვანი რაოდენობის მოძრაობა კოდორის ხეობისკენ. მიულეს მოხსენებაში ხაზგასმულია, რუს მშვიდობისმყოფელთა უმოქმედობა აფხაზ სეპარატისტთა ქმედებების მიმართ, რაც წარმოადგენს მათი მანდატის მნიშვნელოვან დარღვევას. აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების მუქარის შედეგად გაეროს მისიის 15 მეთვალყურე ტოვებს კოდორის ხეობას.
12
აფხაზეთში განლაგებული დსთ-ს სამშვიდობო კონტინგენტის მეთაური, რუსი გენერალი სერგეი ჩაბანი ქართველ ოფიციალურ პირებს განიარაღებასა და ზუგდიდის დატოვებას თხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იმუქრება 9 000-მდე ჯარისკაცის და 350 ტანკის გამოყენებით, რომლებიც რუსეთმა აფხაზეთში შეიყვანა.
13
17:40
სერგეი ბაღაფში აცხადებს მობილიზაციას და სამხედრო მდგომარეობას აფხაზეთის ტერიტორიაზე.
14
ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები სამხრეთ ოსეთის ხალხის წინაშე და ჩვენ ამ ვალდებულებებს ვასრულებთ. შეიძლება მოსკოვის რაღაც შეთანხმებების დარღვევით, თუმცა ჩვენ არ ვიყავით პირველები, ვინც ეს შეთანხმება დაარღვია, მაგრამ ჩვენი მიზნის მისაღწევად, ჩვენ ამაზე წავედით.

სერგეი ბაღაფში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი
15
საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა 45 ჯარისკაცის დაჭრისა და 47 სამოქალაქო პირის სიკვდილის შესახებ, დევნილთა რაოდენობა 25000-ს აღწევს.
16
ჩვენ ვმუშაობთ მთელს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მაგრამ მინდა პირდაპირ გითხრათ, ჯერ-ჯერობით მათგან ვიღებთ მხოლოდ ბევრ სიტყვას, დაპირებას, მორალურ მხარდაჭერას, ჰუმანიტარულ ტვირთს, მაგრამ ჩვენ გვინდა ბევრად მეტი, ვიდრე ეს. შეაჩერონ, აბსოლუტურად თავაშვებული, თავზეხელაღებული, გაბრუებული, ბარბაროსი აგრესორი, რომელიც შემოსულია საქართველოს მიწა-წყალზე.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი
17
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საელჩოს თბილისში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს.
18
22:30
რუსეთის სამხედრო ძალები კვეთენ მდინარე ენგურზე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვარს და შედიან სამეგრელოს რეგიონში, საიდანაც გაყვანილია საქართველოს სამხედრო შენაერთები ცხინვალის რეგიონში.
19
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის პირობები - საქართველოს ჯარები უნდა დაბრუნდნენ კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციაზე და უნდა იკისრონ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება.
20
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი, ალექსანდრე ლომაია აცხადებს, რომ საქართველომ მიმართა სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს, რათა მან იკისროს მედიატორის როლი ცხინვალის რეგიონში შექმნილი კრიზისის რუსეთთან დარეგულირების საკითხში.
21
საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, რომელიც 2008 წლის ივლისიდან ევროკავშირის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს, ევროკავშირის სამშვიდობო გეგმის შედგენის მიზნით ინტენსიურ სატელეფონო მოლაპარაკებებს აწარმოებს მიხეილ სააკაშვილთან, დმიტრი მედვედევთან, ანგელა მერკელთან და ჯორჯ ბუშ უმცროსთან.
22
თბილისში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბერნარ კუშნერი და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ სტუბი ჩამოვინენ. მათ მოლაპარაკებები გამართეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. საქართველოდან ისინი მოსკოვში გაემართებიან მოლაპარაკებებისთვის.
23
ამ მომენტში რუსეთი არის კონფლიქტის მხარე, არა - შუამავალი, და ეს უნდა აისახოს, როდესაც დაიწყება მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების აღდგენის თაობაზე.

ალექსანდერ სტუბი

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
24
დეესკალაციის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს კონტროლირებადი ცეცხლის შეწყვეტა. მეორე ეტაპი უნდა იყოს დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა და ამისათვის ცეცხლის შეწყვეტა გჭირდებათ, მესამე – ორივე მხარეს ძალების გამოყვანა, კონტროლირებადი გამოყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება დამკვირვებლები (გამოყვანის პროცესის); მეოთხე – პოლიტიკურ პროცესთან დაბრუნება.

ბერნარ კუშნერი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
1
გრძელდება ქართული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვა როგორც კონფლიქტის რეგიონში, ასევე ზემო აფხაზეთში, აჭარასა და სხვა რეგიონებში.
2
რუსეთის ჯარები შეიჭრნენ სენაკსა და ზუგდიდში.
3
რუსეთის სამხედრო გემები ბლოკავენ გემების შემოსვლას საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში.
4
01:00
რუსები იკავებენ სოფელ ხეითს, ერგნეთს და ნიქოზს.
5
ჩვენ რამდენიმე თვის წინ გავიგეთ, რომ რუსეთის სარკინიგზო ჯარები შევიდნენ აფხაზეთში ჰუმანიტარული მისიით. ახლა ვიცით სიმართლე, რატომ არიან იქ. ეს იყო სარკინიგზო გზის აღსადგენად, რაც შემდეგ რუსეთის სამხედროებს დაეხმარებოდათ შემოჭრაში.

მეთიუ ბრაიზა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი
6
დღეს დილით ნატოში რუსეთის მისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მიმართოს ნატოს ლიდერებს, რომ დაუყოვნებლივ ჩაინიშნოს ნატო-რუსეთის რიგგარეშე საგანგებო სესია. ჩვენ მოვითხოვთ ნატოსგან, სანამ რაიმე სახის განცხადებებს გააკეთებენ, ვალდებული არიან, იმუშაონ ჩვენთან, გადაამოწმონ ფაქტები. ისე, რომ ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მიღებული იყოს ჩვენი არგუმენტების გაცნობის შემდეგ, ჩვენს მიერ არსებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ და მას შემდეგ, რაც ჩვენი მხრიდან მიმდინარე კონფლიქტის მოგვარების მოთხოვნებით იქნებიან ინფორმირებულნი. სწორედ ამაში მდგომარეობს ნატო-რუსეთის პარტნიორობის მნიშვნელობა.

დმიტრი როგოზინი

რუსეთის ელჩი ნატოში
7
11:00
რუსები იკავებენ პატარა ლიახვის ხეობას.
8
11:30
რუსები იკავებენ სოფლებს: ვარიანი, ხვითი, ბროწლეთი, ტირძნისი.
9
ცხინვალში რუსეთის ტანკები გადაადგილდებიან.
10
12:00
კოდორის ხეობიდან სამოქალაქო პირების ევაკუაცია დასრულებულია.
11
17:00
რუსეთის ჯარები შედიან ქალაქ ზუგდიდში, იკავებენ ადმინისტრაციულ შენობებს და ადგილობრივ პოლიციას განიარაღების ულტიმატუმს უყენებენ.
12
სოფელ შინდისში სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული იბრძვის რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულის წინააღმდეგ. 18:10-ზე რუსები იკავებენ სოფელს.
13
19:30
რუსეთის შენაერთები იკავებენ ქალაქ სენაკს და ანადგურებენ ქალაქთან მდებარე სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურას.
14
20:00
70 ერთეული მძიმე ტექნიკისგან და 600 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი ავტოკოლონა ზუგდიდის გავლით მიემართება ჯვარი-ხაიშის მიმართულებით. იქმნება კოდორის ხეობის ალყაში მოქცევის საფრთხე. ქართული პოლიცია იწყებს კოდორის ხეობის დატოვებას.
15
20:00
რუსეთის ძალები იწყებენ გორის სამხრეთით მოძრაობას და უახლოვდებიან სოფლებს ვარიანსა და ტყვიავს.
16
20:25
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო იღებს ინფორმაციას სატვირთო გემების, "ასტორისა" და "აშას" ფოთის პორტში არშეშვების შესახებ.
17
22:00
ქართული შეიარაღებული ძალები, შეტევის მოლოდინში ამაგრებენ თბილისის შემოგარენს.
18
ეს შეიძლება რუსულ მხარეს აწყობს, საქართველოს მოქალაქეების კიდევ უფრო დაპანიკება. მე მინდა ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ, სიტუაცია მძიმეა, მაგრამ სტაბილურია.

ეკა ზღულაძე

შსს მინისტრის მოადგილე
19
ევროპის სხვადასხვა ქალაქში საქართველოს საელჩოებთან იმართება მხარდამჭერი აქციები.
20
პრეზიდენტი სააკაშვილი ხელს აწერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც მოამზადეს საფრანგეთის, ფინეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა. საფრანგეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიაქვთ ეს შეთანხმება მოსკოვში, რათა პრეზიდენტი მედვედევი დაითანხმონ ხელმოწერაზე.
21
სამწუხაროდ, ამან დააზარალა სამოქალაქო პირები, როგორც კონფლიქტებში ხდება მთელ მსოფლიოში. ესაა უბედურება.

ბერნარ კუშნერი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
22
რუსეთის არმიამ დაბომბა გორი. საჰაერო დაბომბვის შემდეგ იკავებს გორს, რომელიც კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარეობს. რუსმა სამხედროებმა ასევე გადაკეტეს ქვეყნის დასავლეთი და აღმოსავლეთი მხარეების დამაკავშირებელი მაგისტრალი.
23
პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ის, რაც ხორციელდება ახლა საქართველოს წინააღმდეგ, სრულიად ნათელია, რომ არის მრავალი თვის წინ და წლების წინ დაგეგმილი სამხედრო ინტერვენცია, რომლის მიზანი არის, როგორც მინიმუმ, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაცია და ანექსია და, როგორც საბოლოო შედეგი, მთლიანად საქართველოს ოკუპაცია და დამონება.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი
24
იქნებ, და­სავ­ლეთ­მა ახ­ლა მა­ინც და­ი­ნახოს, ვინ არის ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი.

Washington Post

25
დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ და რამ დააჩქარა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია. ვინმეს ახსოვს სუდეტების კრიზისის ყველა დეტალი, რომლის შედეგადაც ნაცისტურმა გერმანიამ ჩეხოსლოვაკია დაიპყრო? რა თქმა უნდა, არა, იმიტომ რომ ის მორალურად ორაზროვანი დავა, რომელიც ბევრად დიდ ტრაგედიას უძღვის წინ, ისტორიისთვის ნაკლებადაა მნიშვნელოვანი.

Washington Post

26
იმ შესაძლებლობების ჩამონათვალი, რომლებიც გაბოროტებულმა რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ამერიკის შეერთებული შტატებისათვის პრობლემების შესაქმნელად, სირიიდან და კავკასიის მთებიდან გაცილებით შორს მიდის.

New York Times

1
გრძელდება ქართული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვა, სოფლების დაკავება, სამხედრო ბაზების, ხიდების, ქარხნების, სახლებისა და სხვა ეკონომიკური თუ სტრატეგიული ობიექტების განადგურება. შემოდის პირველი ცნობები ქართულ სოფლებში ეთნიკური წმენდის ფაქტების შესახებ.
2
11:00
რუსეთის სამხედრო და აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის ძალები იწყებენ სახმელეთო შეტევას კოდორის ხეობაზე.
3
11:30 - 12:00
იბომბება ბაქო-სუფსის ნავთობსადენი და გორი “ისკანდერ მ/სს 26” სარაკეტო კომპლექსით.
4
რაკეტები ეცემა გორის ცენტრალურ მოედანზე და სტადიონზე. კვდება 8 და იჭრება 15 სამოქალაქო პირი. Human Rights Watch-ის ინფორმაციით, გამოყენებული იქნა RBK-250 ტიპის კასეტური ბომბი.
5
რუსეთი თავს დაესხა სუვერენულ მეზობელ სახელმწიფოს და ემუქრება ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას. ასეთი ქმედება მიუღებელია 21-ე საუკუნეში.

ჯორჯ ბუში

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი
6
რუსები იტაცებენ საქართველოს სასაზღვრო დაცვის გემებს.
7
12:40
დმიტრი მედვედევი უკავშირდება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ხავიერ სოლანას, რომელსაც ატყობინებს, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაციამ მიზანს მიაღწია და მან გადაწყვიტა ამ ოპერაციის შეჩერება.
8
რუსეთის პრეზიდენტი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს.
9
თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს:
“თქვენს მიერ მომზადებული მოხსენების თანახმად, მე გავეცი ბრძანება საქართველოში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შეჩერების შესახებ. რუსეთის სამშვიდობო ძალებისა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. აგრესორი დაისაჯა და განიცადა ძალიან მძიმე დანაკარგი.”
ამ ბრძანებასთან წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ ამავე დღეს გაცემული განკარგულება რუსი გენერლებისთვის, რომლითაც მათ საქართველოში საბრძოლო მოქმედების გაგრძელებისკენ მოუწოდა.
10
15:00
რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ანადგურებს საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებს.
11
15:30
რუსეთის ძალები იკავებენ გორისა და ქარელის რაიონების სოფლებს და ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის ფორმირებებს ძარცვისა და ეთნიკური წმენდის საშუალებას აძლევენ.
12
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ხვდება პრეზიდენტ მედვედევს და მას აცნობს ევროკავშირის მიერ შემუშავებულ ცეცხლის შეწყვეტის გეგმას. რუსეთიდან სარკოზი თბილისში ჩამოდის, რათა იგივე გეგმა საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას გააცნოს.
13
ევროპა ვერ დარჩება პასიურ როლში, მან უნდა გამოხატოს თავისი პოლიტიკური პოზიცია, ევროკავშირი ხდება რეგიონში სამშვიდობო პროცესის დაწყების გარანტი. მინდა აღვნიშნო, რომ მოსკოვში მნიშვნელოვანი თანამოსაუბრეები მყავდა, ჩვენ გვინდა შუამავლის როლის განხორციელება.

ნიკოლა სარკოზი

საფრანგეთის პრეზიდენტი
14
რუსეთის ვერტმფრენი ავტომაგისტრალზე, გორის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსს (Ford Transit, TBS 442 ) უხსნის ცეცხლს. იღუპება 9 სამოქალაქო პირი.
15
16:00
რუსეთის ძალები კეტავენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალს.
16
16:00
რუსეთის ძალები იკავებენ გორს. გორის სატელევიზიო გადამცემი სადგურის ტერიტორიაზე შედიან რუსი სამხედროები. მოკლეს ერთი თანამშრომელი, სამი დაიჭრა. სადგურის აღჭურვილობა განადგურებულია. შედეგად, ერთადერთი რუსულენოვანი სატელევიზიო არხი “ალანია” აღარ გადის ეთერში. რეგიონი ასევე ვერ იღებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალს.
17
17:00 - 18:00 -მდე
აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის ძალები იკავებენ სოფლებს ზემო და ქვემო აჟარა და განმუხური კოდორის ხეობაში.
18
18:00
რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უტევს და ანადგურებს ქართულ გემებს ფოთის პორტში.
19
გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე იხილავენ საფრანგეთის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. გაეროში რუსეთის ელჩი ვიტალი ჩურკინი პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ რუსეთი მხარს არ დაუჭერს რეზოლუციას. საქართველოს ელჩის, ირაკლი ალასანიას თქმით, შემოთავაზებული რეზოლუცია მისაღებია ქართული მხარისათვის.
20
თბილისში ჩამოდიან ევროპის სახელმწიფოთა ლიდერები: პოლონეთის, ესტონეთის, უკრაინისა და ლიტვის პრეზედენტები და ლატვიის პრემიერ-მინისტრი. რუსთაველზე მათი მონაწილეობით გამართულ ხალხმრავალ მიტინგზე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას დსთ-დან გასვლის თაობაზე.
21
19:00
რუსეთის სამხედრო კოლონა 70 ერთეული ჯავშანტექნიკით და 600 ჯარისკაცით, შედის ზემო აფხაზეთში სოფელ ხაიშისკენ, იკავებს მას და კეტავს კოდორის ხეობას.
22
20:40
აფხაზეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალები ასრულებენ კოდორის ხეობის (ზემო აფხაზეთის) ოკუპაციას.
23
ეს ოპერაცია იქ ეხება სამხრეთ ოსეთს, ჩვენ აქ ჩვენს ტერიტორიებს ვათავისუფლებთ. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში აგრესორი (საქართველო) დამარცხებულია, თუმცა ქართული ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არიან. სანამ არ წავლენ ჩვენი ტერიტორიებიდან, ოპერაციას მანამდე არ დავასრულებთ.

სერგეი შამბა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი
24
ჩვენ შევთავაზეთ ქართულ მხარეს, დაეტოვებინა კოდორის ხეობა და იქნებოდა ნაკლები მსხვერპლი და ყოველ ჯერზე უარს გვეუბნებოდნენ. ამიტომ დაგვჭირდა, გამოგვეყენებინა ავიაცია და გვემუშავა არტილერიით. დღეს დილით, 5 საათისთვის ჩვენ შევედით კოდორის ჩრდილოეთიდან და ამ დროისთვის მისულები ვართ დასახლებულ პუნქტ აჟარამდე და იქ არის ახლა ჩვენი ქვედანაყოფი და მივიწევთ აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრისკენ.

სერგეი ბაღაფში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი
25
საქართველოში სამდღიანი გლოვა ცხადდება.
26
ცხინვალში იშლება კარვები დაშავებულთათვის.
27
ეს იყო რუსეთის შურისძიება, რომელმაც ევროპის სისუსტეები გამოავლინა.

Le Monde

1
თბილისი-გორის გზატკეცილზე რუსეთის ტანკები ჩნდებიან.
2
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ სახელმწიფო მდივანს საგანგებო მისიით გზავნის საქართველოსა და საფრანგეთში.
3
კონფლიქტის ზონის სოფლებიდან (ავნევი, ცერონისი, კნოლევი, ხანდაკი, დოესი, ტყვიავი) პოლიციაში შედის შეტყობინები ომის დანაშაულების შესახებ. ქართული სოფლების მცხოვრებნი თავს ტყეებს აფარებენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აღრიცხვის თანახმად, კონფლიქტის დროს დაფიქსირდა ქურდობის 1040, ძარცვის 89, ყაჩაღობის 132, გაუპატიურების 13, თავისუფლების უკანონო აღკვეთის 7 და ნივთის დაზიანების 164 შემთხვევა.
4
დასავლური პრესა უკვე წერს 100 000 იძულებით გადაადგილებულ პირზე.
5
ევროკავშირის მინისტრები ავრცელებენ განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ კონფლიქტი უნდა მოგვარდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში. განცხადება მხარს უჭერს პრეზიდენტ სარკოზის პრინციპებს კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით და გამოხატავს მზადყოფნას, რომ აქტიურად ჩაერთოს სამშვიდობო პროცესში, ადგილზე ყოფნის ჩათვლით.
6
ჩვენ აქ უსაფრთხოებას გავაძლიერებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად. აქ უკვე არის 60-70 ადამიანი. გავაკონტროლებთ საზღვრის გადაკვეთას. სხვადასხვანაირი ხალხია, მათ შორის ჩვენთან. ამიტომ გვინდა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს.

სერგეი ბაღაფში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი
7
საქართველოს სახალხო დამცველი თხოვნით მიმართავს ყველა დემოკრატიული ქვეყნის ლიდერს და საერთაშორისო ორგანიზაციას, არ მიატოვონ საქართველო და მიიღონ გადამჭრელი ზომები, რათა დაიცვან საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები და დახმარება გაუწიონ ქართველ ხალხს, დაიცვან მათი თავისუფლება.
8
გუშინ ღამით 2 საათზე, უფრო სწორად, დღეს გამთენიისას, მე და შეერთებული შტატების ელჩი ტეფტი ერთად ვიყავით, როცა გავიგეთ, რომ "ჰაიდელბერგის" ცემენტის ქარხანა, რომელშიც გერმანელებს აქვთ ჩადებული ინვესტიცია, განადგურებულია. რა მიზანს შეიძლება ეს ემსახურებოდეს?

მეთიუ ბრაიზა

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე
9
გასული წლის შემოდგომიდან მე და სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი ვიმედოვნებდით, რომ რუსეთის ფედერაციასთან გრძელვადიანი და სტრატეგიული დიალოგი გვექნებოდა. ვიმედოვნებდით, რომ ჩვენს ორ ერს, მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობისა და ინტერესების სფეროებისა, შეგვეძლებოდა ერთად მუშაობა როგორც პარტნიორებს. რუსეთის ქცევამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეჭქვეშ დააყენა მთელი ამ დიალოგის არსებობა და უსაფრთხოების სფეროში წინსვლა, როგორც ორმხრივად, ასევე ნატოსთან მიმართებით.

რობერტ გეიტსი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი
10
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეშვება აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული პირველი თვითმფრინავი.
1
თბილისში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის კარვები იშლება.
2
დევნილთა დასახმარებლად 120 ესტონელი რეზერვისტი ჩამოდის საქართველოში.
3
რუსეთის ჯარები კვლავ შედიან გორში, საქართველო აღარ აკონტროლებს ქალაქს.
4
ზუგდიდში კვლავ რუსეთის ტანკები გადაადგილდებიან.
5
რუსეთის ჯარისკაცები და სეპარატისტების წარმომადგენლები აგრძელებენ ქართული სოფლებისა და მოსახლეობის დარბევას, გატაცებას, ხოცვას და ტყვედ აყანას, წვავენ სახლებს, იტაცებენ ქონებას.
6
თბილისში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ჩამოდის.
7
დიდ სახელმწიფოებს არ უყვართ სხვა დიდი სახელმწიფოების გაძლიერება. მახე დაგებული იყო საქართველოში.

Time

8
იმ დღი­დან, რაც რუ­სე­თის სა­ტან­კო ნა­წი­ლე­ბი გვი­რა­ბის გავ­ლით შე­იჭ­რ­ნენ სამ­ხ­რეთ ოსეთ­ში, რუ­სეთს არც ერ­თი არას­წო­რი ნა­ბი­ჯი არ გა­და­უდ­გამს... შე­ტე­ვა იყო სწრა­ფი, მკვეთ­რი და სა­სიკ­ვ­დი­ლო – საკ­მა­რი­სი იმი­სათ­ვის, რომ ქარ­თ­ვე­ლე­ბი შერ­ცხ­ვე­ნი­ლე­ბი პა­ნი­კა­ში გაქ­ცე­უ­ლიყ­ვ­ნენ. მა­თი არა­ორგა­ნი­ზე­ბუ­ლი გაქ­ცე­ვა გა­და­ი­ღეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა. ნგრე­ვა იყო საკ­მა­რისი იმი­სათ­ვის, რომ ტკი­ვი­ლი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, მაგ­რამ არ იყო იმ­დე­ნად დი­დი, რომ მსოფლიო აღ­შ­ფო­თე­ბი­სა­გან ფეხ­ზე დამ­დ­გა­რი­ყო.

Time

1
გორში კვლავ რჩება რუსეთის ტანკები და ჯავშანტექნიკა.
2
სენაკში რუსეთის ჯავშანტექნიკა გადაადგილდება.
3
ნიუ-იორკში კვლავ იმართება საქართველოს მხარდამჭერი აქცია.
4
"ჰიუმან რაიტს უოჩი” აცხადებს, რომ მათმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ რუსეთის თვითმფირნავმა საქართველოს დასახლებული ადგილები დაბომბეს ე.წ. "მხტუნავი ჭურვებით” (კასეტური ბომბები აკრძალულია მსოფლიოს 107 ქვეყნის მიერ). საჰაერო თავდასხმების შედეგად 6 აგვისტოს შემდეგ დაიღუპა 11 მოქალაქე და ათობით დაიჭრა.
5
რუსეთის საზღვაო ძალები აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიული წყლების კონტროლს.
6
რუსეთის ვერტმფრენები დაფრინავენ ბორჯომი-ცემის ტყეების თავზე და ცეცხლგამჩენ ჭურვებს ყრიან. ჩნდება 12-15 ცეცხლის კერა. ბორჯომის და მიმდებარე ტერიტორიის ტყის მასივს ხანძარი 26 დღის განმავლობაში ანადგურებდა.
7
გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით ხანძარმა გაანადგურა დაახლოებით 950,9 ჰექტარი ტყის უბანი. (ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის, ჩარხისწყლის, ტბის და წაღვერის სატყეოები).
8
საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ზიანის დამთვლელი კომისიის მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტისას ბორჯომისა და ატენის ხეობებში, ასევე გორის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო ტრასაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 1 მილიარდ 212 მილიონ 595 ათას ლარი შეადგინა.
9
სამწუხაროდ, ბორჯომი-ცემის ტყის მასივში დაფიქსირებულია რუსეთის ვერტმფრენის რეგულარული გადაფრენები. ყოველი ასეთი გადაფრენის შემდეგ ტყის მასივში ჩნდება ცეცხლის ახალი კერა.

ეკა ზღულაძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
10
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლაზე უარს ეუბნება თურქულ და უკრაინულ თვითმფრინავებს, რომლებიც ბორჯომის ხანძრის ჩასაქრობად მოემართებიან.
11
რუსეთის არმიის 9 ჯავშანტექნიკა, რომელთაც თან ახლდა მი-24 ტიპის 3 ვერტმფრენი, იძვრება თბილისის მიმართულებით. ისინი ჩერდებიან კასპის რაიონის სოფელ იგოეთის მახლობლად, თბილისიდან დაახლოებით 25 კმ-ში, და აფუძნებენ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს.
12
რუსეთის ჯარები იწყებენ ფოთიდან გასვლას. მათ თან მიაქვთ "შავი ზვიგენის” ტიპის ნავები, სანაპირო დაცვის 2 ხომალდი და მოწყობილობები ფოთის სანაპირო დაცვის შენობებიდან.
13
თბილისში ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი, რომელმაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაშავებულებიც მოინახულა.
14
დღეს მე ხელი მოვაწერე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას; მინდა დავაკონკრეტო, რომ ეს არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება; ეს არ არის საბოლოო შეთანხმება.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი
15
პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და ახლა, როცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აქვს პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმოწერა, რუსეთის ჯარებმა და უკანონო სამხედრო დაჯგუფებებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ საქართველო. იმისათვის, რომ დარეგულირდეს სიტუაცია საქართველოში, ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო დამკვირვებლები.

კონდოლიზა რაისი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი
16
დავუძახოთ ყველაფერს თავისი სახელი, ოსეთის მოსახლეობამ გენოციდი გადაიტანა და ზუსტად ასე უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. ეს ჭრილობები რომ შეხორცდეს, საჭიროა წლები, შეიძლება ათწლეულებიც, და ის, რომ მთელი ხალხის განადგურება შეჩერდა, იყო კანონიერი, გარდაუვალი და სრულიად გამართლებული.

დმიტრი მედვედევი

რუსეთის პრეზიდენტი
17
ბოლოდროინდელი დრამატული მოვლენების შედეგად შექმნილ ახალი რეალობაში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღარ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ იმ ხალხების ნებას, რომლებიც კონფლიქტურ რეგიონებში ცხოვრობენ. შესაბამისად, ვითარების სპეციფიკიდან გამომდინარე, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მრავალმხრივ უნდა იყოს განხილული. რა თქმა უნდა, არის დე ფაქტო მთავრობებისთვის ტერიტორიების საკითხიც პრობლემა, რომელიც ტერიტორიული კონფლიქტებისას ყოველთვის წამოიჭრება. ეს საკითხი ადგილობრივ მოსახლეობას განსაკუთრებით აღელვებს.

ვიტალი ჩურკინი

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი
18
ქალაქ გორს ისევ რუსეთის ძალები აკონტროლებენ.
19
წუხანდელი ღამე მშვიდი იყო წინა ღამეებთან შედარებით. ახლა მთავარი არის, რომ პოლიცია შევიდეს. მაგრამ ჯერჯერობით პოლიციის შესვლას საფრთხედ აღიქვამენ. ქალაქში გუბერნატორმა და ქალაქის სამსახურებმა დაიწყეს მუშაობა. ახლა ელექტროენერგიის შეკეთება ხდება, სატელეფონო კავშირის. მაუწყებლობა არის სერიოზული პრობლემა, ანძა დაზიანებულია და, სამწუხაროდ, არ გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ შევაკეთოთ.

კახა ლომაია

უშიშროების საბჭოს მდივანი
-

ომი, რომელიც 15 აგვისტოს არ დასრულებულა

ცეცხლის შეწყვეტის და შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნების შეთანხმებას ქართულმა მხარემ 12 აგვისტოს, რუსულმა მხარემ კი 16 აგვისტოს მოაწერა ხელი.
რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა, თუმცა სროლა, ქართული სოფლების დარბევა, მაროდიორობა და ეთნიკური წმენდა მომდევნო დღეებშიც გრძელდებოდა.


2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.
საქართველოს მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ანექსიად და ოკუპაციად ცნო და რუსეთი ოკუპანტ ქვეყნად გამოაცხადა.


აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ დღემდე დაფიქსირებულია ბორდერიზაციის 50-ზე მეტი შემთხვევა და საქართველოს 3 000 -ზე მეტი მოქალაქეა დაკავებული საოკუპაციო ჯარის მიერ ე.წ. „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით.
საქართველო 10 წელია მცოცავი ოკუპაციისა და ანექსიის რეჟიმში ცხოვრობს.